воскресенье, 31 августа 2014 г.

ტრენინგის მე-3 დღე

                                                     
გავიმეორეთ  წინა  დღის  მასალა. word ში მუშაობა,  ბუკლეტებში  ტექსტის  და  სურათების  ჩასმა.
ვიმუშავეთ   პროექტის  გეგმაზე. ვისწავლეთ  სტანდარტის  დადგენა  ,პროექტის  მიზნის განსაზღვრა  და  კითხვის  ფორმულირება . ტრენერმა  აქცენტი  გააკეთა  მიმართულების  მიმცემ   შეკითხვებზე,  რომელიც  მნიშვნელოვანია  პროექტის  განხორციელებისთვის.
ვისწავლეთ  ბლოგის  მისამართის ,სათაურის  და  დიზაინის  შეცვლა.

суббота, 30 августа 2014 г.

ტრენინგის მეორე დღე

                                                 
ტრენინგის  მეორე  დრე  დავიწყეთ  დღის  გეგმის გაცნობით. ვისაუბრეთ ბლოგების მნიშვნელობის  შესახებ ,რამდენად მნიშვნელოვანია  ჩვენი პროფესიული  ზრდისთვის.დავალებად გვქონდა პროექტის თემის  შერჩევა. მონაწილეებმა დაასახელეს პროექტის  თემის სახელწოდებები .
გავიმეორეთ პირველი დღის მასალა.
ინტელის  საწავლო  კურსიდან  გავეცანით პირველი  მოდულის  მეოთხე  აქტივობას -პუბლიკაციის მომზადება პროექტის სწავლების თემაზე.
მეხუთე  აქტივობა-გამოცემის  მომზადება  გავიხსენეთ word-ში  მუშაობა.
ბუკლეტის  დამზადებამდე  ვისაუბრეთ  რეკლამის მნიშვნელობაზე .ვისწავლეთ  ბუკლეტის  დამზადება ,ტექსტის  შეტანა სურათებით გაფორმება .
საინტერესო  იყო  საქაღალდის  დაარქივების შესწავლა.

пятница, 29 августа 2014 г.

ტრენინგის პირველი დღე


ტრენინგი  დაიწყო  მონაწილეთა    გაცნობით
გავეცანით  ინტელის  ძირითადი  კურსის  მიზნებს .
დავათვალიერეთ  გზამკვლევი,  გავარჩიეთ  ელექტრონული  სახელმძღვანელო  , გავეცანით  კურსის  8 მოდულს .
ვისწავლე  პორთფოლიოს  საქაღალდის  შექმნა  .ტრენერის  დახმარებით  შევქმენი საქაღალდე.
  გავეცანი  კურსის  რესურსებს   ,რომელიც  შევინახეთ  ჩემს  საქაღალდეში .
განვიხილეთ  პედაგოგების  მიერ  შექმნილი  პროექტები,  რომელმაც  შემიქმნა  ზოგადი  წარმოდგენა  პროექტის  დაგეგმვა -  განხორციელებისთვის.